"მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა პატარკაციშვილის ჩანაწერები, რომლებშიც ის ავალებდა მკვლელობას, გიორგი თარგამაძემ საბოლოოდ გამოიყვანა არხი პატარკაციშვილის დაქვემდებარებიდან" - მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "იმე­დის" გარ­შე­მო, 2006-2007 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს იხ­სე­ნებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ვი­საც არ უნდა გე­წყი­ნოთ, იმე­დი ზუს­ტად იმა­ვეს აკე­თებ­და 2006-2007 წლებ­ში. რო­გორც კი რუსი ჯა­შუ­შე­ბი და­ვა­კა­ვეთ და რუ­სეთ­მა და­ი­წყო ქარ­თვე­ლე­ბის გა­მოყ­რა და შე­მო­ი­ღო ემ­ბარ­გო.რუსი ოლი­გარ­ქის პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის "იმე­დი" მთე­ლი ძა­ლით ამუ­შავ­და ჩვე­ნი პრო-და­სავ­ლუ­რი მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კლა­სი­კუ­რი ნი­მუ­ში იყო დად­გმუ­ლი რე­პორ­ტა­ჟე­ბის სე­რია იმის შე­სა­ხებ თუ რო­გორ ჩე­ხავ­დნენ კა­ხე­ლე­ბი ვე­ნახს, იმის ფონ­ზე რომ რუ­სე­თის ემ­ბარ­გოს მე მაბ­რა­ლებ­დნენ.ამ ყვე­ლა­ფერ­მა პიკს მი­აღ­წია 2007 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, როცა თბი­ლის­ში იგეგ­მე­ბო­და ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ჩა­მოს­ვლა და ჩვენ­თვის MAP-ის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ნა­ტოს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ თბი­ლი­სის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ის­ტე­რი­უ­ლი სურ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბა ჩვე­ნი მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბის მიზ­ნით. იმედ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა ჯღა­ნას კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფის მხარ­და­ჭე­რის აქ­ცი­ას. უშ­ვებ­და ჩემ­ზე კლი­პებს სა­დაც "უც­ნო­ბი" წარ­მო­ად­გენ­და კა­ლი­გუ­ლას - გარ­ყვნი­ლი რო­მა­უ­ლი იმ­პე­რა­ტო­რის სა­ხით.
იმე­დი მა­ში­ნაც წყვილ­ში მუ­შა­ობ­და შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის 202 არხთან. ზუს­ტად ისე­თი­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით, რო­გორც ახლა.მას შემ­დეგ რაც გა­მოქ­ვეყ­ნდა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლებ­შიც ის ავა­ლებ­და მკვლე­ლო­ბას და დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბის ჩაშ­ლის გეგ­მას, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­იყ­ვა­ნა არხი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­დან.

იმე­დის ბევ­რმა ჟურ­ნა­ლის­ტმა, სხვა­გან გა­აგ­რძე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა, ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლად უჭი­რავს თავი. გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე დღეს ჩემი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია, აი ახლა მინ­და ყვე­ლა­ფე­რი იმის ფონ­ზე რაც ახლა იცით - უნდა და­ხუ­რუ­ლი­ყო თუ არა მა­შინ­დე­ლი "იმე­დი"? (ოღონდ ჩვენ მხო­ლოდ 5 დღით დავ­ხუ­რეთ)"