ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა - ირაკლი კობახიძე

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთანდაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბრისას დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

„ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთანდაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან. გამოვთქვი საქართველოს სოლიდარობა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“, – აღნიშნავს პრემიერი.