საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წლიურ ანგარიშს მომავალ სასესიო კვირას წარადგენს.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე თავად პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ანგარიშის წარდგენა გასულ კვირას იყო დაგეგმილი, თუმცა საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის გამო გადაიდო.
სპიკერის მხრიდან წლიური ანგარიშის წარდგენას რეგლამენტი ითვალისწინებს.
