“რაც არ უნდა მომისაჯონ, ეს ჩემთვის სასჯელი არ იქნება” - რა ხდება ალეკო ელისაშვილის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 29 ნოემბერს მომხდარი ინციდენტი, რომლის გამოც ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდება წაუყენეს, კვლავ საზოგადოებრივი და სამართლებრივი განხილვის თემად რჩება. საქმეზე განსხვავებული შეფასებები აქვთ ბრალდებისა და დაცვის მხარეს, რაც დამატებით კითხვებს აჩენს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების, ისე სამართლებრივი კვალიფიკაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 9 მარტს ალეკო ელისაშვილის საქმეზე კიდევ ერთი სხდომა გაიმართა,  დაკავებული პოლიტიკოსი, კვლავ პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

„ვერსია“ პროცესის შესაფასებლად და მიმდინარე მოვლენებზე დეტალების დასაზუსტებლად ელისაშვილის ადვოკატს დაუკავშირდა. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, არსებობს გარკვეული ეჭვები ვიდეო კადრების მონტაჟისა და გადაკეთების კვალის შესახებ.

_ბატონო არჩილ, დღეს გაიმართა ალეკო ელისაშვილის სასამართლო, როგორ შეაფასებდით დღევანდელ პროცესს და რა ეტაპზეა განხილვის საკითხი?

_დიახ, დღეს გაიმართა წინა სასამართლო სხდომის განხილვის პროცესი, რა დროსაც მოხდა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ხარისხის დამტკიცება. სხდომაზე ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ სრულად ცნობილიყო ბრალდების მხარის მტკიცებულებები. ყველა მტკიცებულება, რომელიც პროკურორმა წარმოადგინა, განსჯადობის წესი დარღვეულია. ტერაქტის კვალიფიკაციით საქმეების გამოძიების უფლება, ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მხოლოდ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრეროგატივას წარმოადგენს. ჩვენ შემთხვევაში, საქმეს ჯერ საპატრულო პოლიცია იძიებდა, შემდგომ კი გენპროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. გამოძიება დაწყებული იყო მხოლოდ  ქონების დაზიანების ფაქტზე და არა, ტერაქტის დანაშაულით. მათ თავიდანვე კანონით ევალებოდათ, რომ კონკრეტულად ამ დანაშაულით დაეწყოთ გამოძიება, რაც არ გაუკეთებიათ, ამის გამო ბრალდების მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა ეცნოთ.

არსებობს გარკვეული ეჭვები, ვიდეო კადრების მონტაჟისა და გადაკეთების კვალის შესახებ. ძალიან ბევრი სამართლებრივი დარღვევაა, რის გამოც მოვითხოვეთ, რომ დაუშვებლად იყოს ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები. სასამართლომ განაცხადა, რომ დრო დასჭირდებოდა შუამდგომლობაზე პასუხისათვის და მომდევნო პროცესზე რეპლიკებს წარმოვადგენთ. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას. აღკვეთის ღონისძიების  განხილვა სავალდებულოა ყოველ ორ თვეში ერთხელ, დღეს სასამართლომ ეს საკითხიც განიხილა და ჩვენ მოვითხოვეთ, რომ საერთოდ გაუქმებულიყო... ვრცლად ინტერვიუ იხილეთ აქ.