"საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს. საქართველო უნდა შეცვალოს კურსი" - კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ, საქართველოზე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი.

„საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს. მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი და ცხადია, ნამდვილი მონაწილეობა ადამიანის უფლებებზე დიალოგში იქნებოდა მინიშნება, რომ მათ სურთ კურსის შეცვლა, - განაცხადა კაია კალასმა.