ჩვენ სრულიად მზად ვართ, რათა გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, შეიძლება, სამართლიანობით გამოსწორდეს - ირაკლი კობახიძე

ჩვენ სრულიად მზად ვართ, რათა გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება, გამოსწორდეს.

„ვნახოთ, იმედი გვაქვს, გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენ სრულიად მზად ვართ, რათა გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის. ქვეყნებს შორის ურთიერთობა არც არის გადასატვირთი, საუბარია ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.