საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს.
ამასთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს.
