თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას იგი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
რუხაძის განცხადებით, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო.
„ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია“, - წერს რუხაძე.
ყოფილი მინისტრი მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, მთავრობის წევრებს მხარდაჭერისთვის და კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის.
რუხაძე პოსტზე ირაკლი კობახიძემ პოსტზე 2024 წლის 18 ოქტომბერს დანიშნა.
