ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კომუნიკაცია გრძელდება ამერიკელ პარტნიორებთან.
„ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. იმედია, რომ ჩვენ ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს სტრატეგიული პარტნირობის აღდგენას. ეს არის ჩვენი ამოცანა და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
