“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს გახარიას პარტიის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს

 „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, გააუქმოს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია - „გახარია საქართველოსთვის“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 სამი ოპოზიციური პარტიის („ნაციონალური მოძრაობა“; „ლელო - ძლიერი საქართველო“; „კოალიცია ცვლილებისთვის“) გაუქმების მოთხოვნით „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე კვირაში მიმართა.