„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი დაემატა, ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი დაემატა.

როგორც მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების შემდეგ განაცხადა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატებიან ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე.

„პარტიის პოლიტსაბჭოს წესდებით, ჩვენ გვაქვს პარტიის პოლიტსაბჭოს გაფართოების საშუალება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბატონი ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომები დღეს გაიმართა. ორივე სხდომაში მონაწილეობდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.