ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ხან ჭენგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გააცილა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი დელეგაცისათან ერთად საქართველოს 6 ნოემბერს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
