ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში - პრემიერი

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, მერიის სამსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პრემიერის თქმით, მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს.

 

"მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მერიის სამსახურებს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა ამისათვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა


მთავრობის მეთაურმა ასევე მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 

„მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც ამ კლინიკაში გადიან მკურნალობას. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მათზე ზრუნავენ ექიმები.  ექიმებს მადლობას გადავუხდი.  ბავშვებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 
გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ“, -  აღნიშნა პრემიერმა.