ირაკლი კობახიძე - მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს
მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Skillwill-ში ახალი კოლეჯისა და MIT Open Learning-თან თანამშრომლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, Skillwill არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი პროფესიული კოლეჯი, რომელიც ფართოვდება - ბათუმში მოქმედ კამპუსს ემატება ორი ახალი კამპუსი თბილისში და ერთი ქუთაისში.
„ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეების ნდობას და მიხარია, რომ Skillwill ამ ნდობას ძალიან ღირსეულად და წარმატებით პასუხობს. უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომის მიღებაზე პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულთაგან ყოველმა მეოთხე აპლიკანტმა აირჩია Skillwill. განსაკუთრებული ინტერესი იყო ხელოვნური ინტელექტის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ Skillwill-ს შეუძლია, სტუდენტებს შესთავაზოს ის პროფესიული განათლება, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად არის გამოსადეგი და საინტერესო.
მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. Skillwill არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი პროფესიული კოლეჯი, რომელიც ფართოვდება - ბათუმში მოქმედ კამპუსს ემატება ორი ახალი კამპუსი თბილისში და ერთი ქუთაისში. რეგიონული გაფართოება, ბუნებრივია, განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენთვის. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე განათლების სისტემის დეკონცენტრაციის აუცილებლობაზე და ამ კუთხით Skillwill-ის მაგალითი ნამდვილად ძალიან საინტერესოა.
კოლეჯში მოქმედებს 13 სადიპლომო პროგრამა, ხუთი ახალი მიმართულება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა საქართველოს პროფესიულ განათლებაში პირველად დაინერგა, ხოლო ოთხი ახალი სტანდარტი, მათ შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, კოლეჯის მონაწილეობით დამტკიცდა და მათზე მიღება 2027 წელს გამოცხადდება.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ Skillwill არა მხოლოდ თვითონ უზრუნველყოფს საკუთარი პროგრამების წარმატებით განხორციელებას, არამედ განათლების სისტემასაც ეხმარება ახალი პროგრამების და ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორობა, რაც ქართველ სტუდენტებს და მასწავლებლებს სთავაზობს მოწინავე ცოდნას, ამდიდრებს ზოგადად სასწავლო პროცესს და ამ კუთხით გამორჩეულია MIT Open Learning-თან თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას, კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან მზარდია ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა და ბუნებრივია, ამ განვითარებას ჩვენმა ქვეყანამაც უნდა აუწყოს ფეხი და ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ MIT-სთან თანამშრომლობა ჩვენთვის არის განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, მოქალაქეებს, ასაკის, შემოსავლის და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჰქონდეთ პროფესიის შეძენის და კვალიფიკაციის ამაღლების სათანადო პირობები.
„თანამედროვე სასწავლო გარემო ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქში, საკუთარ რეგიონში განვითარების და საქართველოში დარჩენის საშუალებას აძლევს, ხოლო ადგილობრივ ბიზნესს სპეციალისტების მოზიდვაში ეხმარება - სწორედ ამისათვის გაიხსნა და მუშაობს Skillwill-ის კამპუსები ქუთაისსა და ბათუმში.
ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კვლევის თანახმად კვალიფიციური კადრები არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე საჯარო სექტორისთვის და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების განვითარებას ენიჭება განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ სათანადო პირობებს სახელმწიფო დაფინანსებით - ახალგაზრდებსაც და მათაც, ვისაც საქმიანობის სფეროს შეცვლა სურს, სწავლის საფასურის გადახდის გარეშე შეუძლიათ პროფესიის დაუფლება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის Skillwill-ში. ეს არის ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიცია: ცოდნა მოქალაქეს აძლევს დასაქმების საშუალებას, შემოსავლის გაზრდის საშუალებას, ხოლო ბიზნესს ამარაგებს კვალიფიციური კადრებით. ამიტომ დაფინანსებას ჩვენ სწავლების ხარისხს, პრაქტიკულ მომზადებას და შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვუკავშირებთ, რასაც 50-ზე მეტ კომპანიასთან კოლეჯის პარტნიორობაც, ბუნებრივია, უწყობს ხელს.
პროფესიული განათლების მხარდაჭერით მოქალაქეებს მეტ შესაძლებლობას ვუქმნით, ვაძლიერებთ რეგიონებს და ვავითარებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას: მადლობა Skillwill-ის ხელმძღვანელობას, მადლობა მთლიანად Skillwill-ის გუნდს, მადლობა ბატონ ვაკო თურნავას, რომელიც ამ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელია, მადლობა პედაგოგებს, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ღირებული წამოწყება, ძალიან ღირებული ინიციატივა, ძალიან ღირებული სასწავლებელი და შესაბამისად, თითოეული თქვენგანი იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას, ყველას მინდა წარმატებები გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სექტორში უხეში ჩარევა გამოიწვევს ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმში.
„საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი. ასე განვითარდა ეს სექტორი. შესაბამისად, ერთბაშად უხეშად რომ შეეხო ამ სექტორს, ეს გამოიწვევს პრინციპულ, ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკისთვის და ტურიზმისთვის. რაც შეეხება საპატრიარქოს, ჩვენ საპატრიარქოსთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ საბოტაჟით სახელმწიფოს და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.
„მიხარია, რომ ყოველდღიურად ეს პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ისინი ყოველდღიურად სთავაზობენ საზოგადოებას და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს, იმისათვის, რომ ისინი იყვნენ აღიარებულები არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებად. ყველაფერი დევს ხელისგულზე, ყველაფერი არის ძალიან ცხადი. ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ საბოტაჟით სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციური წყობილების საბოტაჟით იყვნენ დაკავებულები. მათ მოინდომეს, მათ გარისკეს და რისკი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. როდესაც შენ რისკავ და რისკის ხარჯზე ცდილობ კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და პასუხი უნდა გაეცეს ამ ყველაფერს საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად.
„ათწლიანი გამოსაცდელი ვადა თავიდან ბოლომდე ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირში გაწევრიანების სრულ გაუფასურებას. ამას ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ათწლიან გამოსაცდელ ვადას უწესებენ ახალ წევრებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.
„ეს არის ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. ჩვენ ვსაუბრობდით ამ თემაზე, გახსოვთ. მაშინაც გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და აღტკინებით, სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, იყო ტყუილზე დაფუძნებული ასეთი რამ, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება ეს გადაწყვეტილება. რაც უხაროდა რადიკალურ ოპოზიციას, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების ჩათვლით, ის აღმოჩნდა ტყუილი, ანუ რასაც ჩვენ ვამბობდით, ის აღმოჩნდა სიმართლე. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ეკონომიკური ობიექტის ამოღება სასანქციო სიიდან. ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მივესალმებით,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია თავისი არსით სუროგაცია, პირველ რიგში სწორედ ექსპლუატაციის კუთხით.
„არის სხვადასხვა ტიპის პრობლემა, დაკავშირებული სუროგაციასთან. ზოგადად, სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია. ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სუროგაციასთან. შესაბამისად, ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია თავისი არსით სუროგაცია, პირველ რიგში სწორედ ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წვლილი, თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, ჩვენ მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარი პრობლემა არის ქალბატონების ექსპლუატაცია, რაც არის, სამწუხაროდ, სუროგაციის აუცილებელი ელემენტი. როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. აქედან გამომდინარე, რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას. ქალის ექსპლუატაციის პრობლემა რჩება ისევ ძირეულ პრობლემად, როგორც არ უნდა დაარეგულირო ეს საკითხი“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა კონსულტაციები.
„სუროგაციაზე გვქონდა კონსულტაციები. მათი პოზიცია იყო ის, რომ სუროგაცია უმჯობესი იყო, აკრძალულიყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო იღებს თავის დამოუკიდებელ, სუვერენულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, როცა ასეთ საკითხებს ეხება საქმე, ბუნებრივია, საპატრიარქოს მოსმენა, ეკლესიის მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება. ასეთ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჩვენ გვაინტერესებს თითოეული ადამიანის ბედი, მათ შორის იმ ადამიანების ბედიც, რომლებიც იყვნენ ჩართული ძალიან მძიმე ძალადობრივ აქტებში, შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ ჰუმანური განცხადება, მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, ყველას მივეცით გათავისუფლების შესაძლებლობა, ვინც მოინანიებდა დანაშაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზოგიერთ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდნენ ადამიანები, ზოგიერთ შემთხვევაში მათ მიეცათ შეწყალების შესაძლებლობა, ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება და აჩვენებს პრინციპულ სხვაობას მმართველ ძალასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის.
„ეს ყველაფერი მთლიანობაში ოპოზიციის სახეზე მეტყველებს, თქვენ ძალიან კარგად იცით, როგორი იყო მათი სტრატეგია. თავად იმალებოდნენ ხოლმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, როდესაც ისინი აქეზებდნენ კონკრეტულ ადამიანებს ძალადობისკენ, შემდეგ ხდებოდა მოძალადეების დაპატიმრება და ისინი იყვნენ გამქრალი. დღესაც წარმოიდგინეთ, რომ საუბარია ადამიანებზე, მათ შორის უმეტესობა არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ, დატოვონ საპატიმრო დაწესებულება, მარტივად მონანიებით, რაც გააკეთა ამ შემთხვევაში 8 ადამიანმა, თუმცა აქაც კი წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში. არ აინტერესებთ არც ახალგაზრდების ბედი, არც არაფერი. ჩვენ გვაინტერესებს თითოეული ადამიანის ბედი, მათ შორის იმ ადამიანების ბედიც, რომლებიც იყვნენ ჩართული ძალიან მძიმე ძალადობრივ აქტებში, შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ ჰუმანური განცხადება, მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, ყველას მივეცით გათავისუფლების შესაძლებლობა, ვინც მოინანიებდა დანაშაულს. ზოგიერთ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდნენ ადამიანები, ზოგიერთ შემთხვევაში მათ მიეცათ შეწყალების შესაძლებლობა, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ეს აჩვენებს პრინციპულ სხვაობას მმართველ ძალასა და ამ რადიკალურ ოპოზიციას შორის. მათთვის არ არსებობს არც ჰუმანიზმი, არც ადამიანის ინტერესების გათვალისწინება, არც არაფერი, ჩვენ ვმოქმედებთ ჰუმანურად მაშინაც კი, როდესაც არიან ადამიანები, რომლებიც მძიმე ძალადობრივ დანაშაულში არიან მხილებული“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება და რამდენად არის ეს ყველაფერი შესაბამისობაში სამართლებრივ სტანდარტებთან, ამაზე იმსჯელებს თავად სომხეთის ხელისუფლება.
“ჩვენ მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება და აბსოლუტურად ლოგიკური სუვერენული გადაწყვეტილებაა. ჩვენს შემთხვევაში, თქვენ იცით, რომ სხვაგვარად არის მოწესრიგებული ეს საკითხი. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იმყოფება საქართველოში, აქვს ხმის მიცემის უფლება. სომხეთში ეს განსხვავებულად არის მოწესრიგებული, 1-წლიანი სტაჟი უნდა ჰქონდეს მოქალაქეს ქვეყანაში ცხოვრების, იმისათვის, რომ მისცეს ხმა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის ეს ყველაფერი შესაბამისობაში სამართლებრივ სტანდარტებთან, ამაზე იმსჯელებს თავად სომხეთის ხელისუფლება. ეს არის მათი სუვერენული უფლება. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას”, - განაცხადა პრემიერმა.
