"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეროვნულ ნაკრებს ვუკაპიტნებდი" - ხვიჩა კვარაცხელია

ბულგარეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში გამარჯვების შესახებ პირველ არხთან ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში პირველად უკაპიტნა ეროვნულ გუნდს, რადგან გურამ კაშიამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეროვნულ ნაკრებს ვუკაპიტნებდი. მომეცა საშუალება, გუნდი დღეს მოედანზე გამეყვანა და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენც მოვიგეთ და კალათბურთელებმაც.

მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, წვიმაში ჩვენთან დარჩნენ. წინ ჯერ კიდევ დიდი დროა, გოლების გატანა უნდა გავაგრძელოთ, მე და მიქაუტაძე გოლებით საქართველოს ნაკრებს ვეხმარებით და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პირველ და ვინ მეორე ადგილზე.

ეს გამარჯვება გვჭირდებოდა, რათა ქულები დავაგროვოთ. ასევე, ვაჩვენეთ ძალიან კარგი თამაში, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც დავგეგმეთ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.