დიანა დევისი და გლებ სმოლკინი ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში მოხვდნენ

საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ ცეკვებში შეჯიბრება მეექვსე ადგილზე დაასრულა.

წყვილმა რიტმულ ცეკვებში 78,67 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა, ასევე, თავისუფალ ცეკვებში 120 ,64 ქულით მეექვსე ადგილი დაიმსახურა; ორი პროგრამის ჯამში კი 199,31 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა.

ტურნირზე 4 დისციპლინიდან 2-ში ქართველმა სპორტსმენებმა დაიკავეს - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვეს სპორტულ წყვილებში, ასევე ისტორიული მედალი დაიმსახურა ნიკა ეგაძემ.
ანასტასია გუბანოვამ კი თავისუფალ პროგრამაში 128,19 ქულა დააგროვა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.