ესტონეთში სუმოს ევროპის თასი „West Viru Open 2026" ჩატარდა. საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულა; აქედან ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია.
ჩემპიონობა ნიკოლოზ აქუბარდიამ (-70კგ) და ლუკა ბერიძემ (-77 კგ) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონები დავით აქუბარდია (-100 კგ) და ზურა წიქორაძე (+115 კგ) გახდნენ.
ზურა წიქორაძემ ასევე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში.
ბრინჯაოს პრიზიორი გახდა საბა გამთენაძეც (- 115).
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
