ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ვარსკვლავმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
პირველ ტაიმში ფრანგები უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრებმა კი კარში დარტყმაც ვერ შეძლეს. მამარდაშვილს ბევრი სამუშაო ჰქონდა – მე-11 წუთზე დეზირე დუეს დარტყმული ვერ მოიგერია, თუმცა შემდეგ გუნდი სამჯერ გადაარჩინა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე ტაიმში გაიბრწყინა – 65-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე დაწყებული კონტრშეტევა თავადვე განავითარა, მცველსაც და მეკარესაც გასცდა და პსჟ-ის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 8.6 ქულით ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, მეტი შანსი გვქონდა და მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, თუმცა კარგია, ასეთი მაღალი დონის მატჩი რომ ჩავატარეთ. რაც შეეხება „ენფილდზე“ გასამართ საპასუხო შეხვედრას, „ლივერპულთან“ სტუმრად საოცარ ატმოსფეროში ვითამაშებთ, მაგრამ ამისთვის მზად ვართ და მატჩისთვის შესაბამისად მოვემზადებით“, – განაცხადა Canal Plus Foot-თან ქართველმა ფეხბურთელმა.
ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულთან“ მატჩის მეორე ტაიმში გამოირჩა – 65-ე წუთზე მან გიორგი მამარდაშვილს გაუტანა და პსჟ-ის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 8.6 ქულით ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„ლივერპულსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის საპასუხო მატჩი 14 აპრილს ჩატარდება.
