ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ფასი 2 მილიონით გაიზარდა და 12 მილიონს მიაღწია – განახლებულ ინფორმციას transfermarkt-ი აქვეყნებს.
გერმანულ სამენეჯერო ინტერნეტპორტალზე ქართველის გრაფაში 10 მილიონი ეწერა. მაგრამ ლიგა 2-ში რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ დავითაშვილის შეფასება 2 მილიონით გაიზარდა.
„სენტ-ეტიენის“ ქართველმა ლიდერმა მიმდინარე სეზონში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა და ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, რაც სატრანსფერო შეფასებაზეც აისახა.
