მადლობა ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და ზოგადად, შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე - ირაკლი კობახიძე

მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის – „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებითა და საკანონმდებლო რეფორმით, პარალიმპიური მოძრაობა ოლიმპიურთან გათანაბრდა, ხოლო პარაათლეტების, მათი მწვრთნელებისა და ექიმების სტიპენდიები და პრემიები ოლიმპიელთა ანაზღაურებასთან სრულად შესაბამისობაში მოვიდა.

„მოხარულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმაც სათანადოდ შეაფასა. ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა წინ – 2028 წლის ლოს ანჯელესის თამაშები, სადაც, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი მიღწევა და დარწმუნებული ვარ, ეს შედეგი იქნება კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი წინ. მინდა, ყველას ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ფილმის ავტორებს – ბაჩო ოდიშარიას, არაჩვეულებრივი ფილმისთვის, გიორგი გრძელიშვილს, ფილმის პროდიუსერს და მთლიანად გუნდს. მადლობა მინდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, არამარტო ამ ფილმის მხარდაჭერისთვის, ფილმშიც იყო აღნიშნული, რომ სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებაზე, ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე. ეს ფილმიც ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი განსაკუთრებული გამოხატულებაა. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“. ასევე, ამ ფილმში აღნიშნული იყო განსაკუთრებული ერთობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული პარასპორტსმენებს შორის, აქ განსაკუთრებული როლი აქვს, რა თქმა უნდა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და მისი როლიც აღინიშნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარასპორტსმენები ასე უდგახართ ერთმანეთს გვერდში და ყველა ერთად ასე უდგახართ გვერდში ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს. მადლობა, რომ უმაღლეს დონეზე აწიეთ ჩვენი დროშა, ააჟღერეთ ჩვენი ჰიმნი, მომავალში კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად ვუყურეთ ამ არაჩვეულებრივ ფილმს, რომელიც არის ძალიან საინტერესოც და ემოციურიც. ეს ფილმი აჩვენებს იმ მენტალურ და ღირებულებით ტრანსფორმაციას, კონკრეტულ მაგალითზე, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო წლების განმავლობაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის – „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფილმში ნაჩვენები სტატისტიკა პირდაპირ ასახავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც იყო მანამდე პარასპორტის მიმართ და რომელიც არის დღეს.

„2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ სამი პარასპორტსმენი იყო სპორტის ორ სახეობაში. მთელი წლების განმავლობაში ისტორიის მანძილზე ერთადერთი საერთაშორისო მედალი ჰქონდა მოპოვებული ჩვენს ქვეყანას. მას შემდეგ, პარასპორტში გვაქვს სრულიად განსხვავებული მიდგომები. ეს სტატისტიკაზე აისახება. დღეს არის 300-ზე მეტი სპორტსმენი 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, რაც არის ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება. მხოლოდ გასულ წელს დაახლოებით 100 საერთაშორისო მედალი მოვიპოვეთ და რა თქმა უნდა ისტორიული იყო ჩვენი გუნდის გამოსვლა პარიზის პარალიმპიურთამაშებზე, სადაც პირველად ისტორიაში ვაჩვენეთ ყველაზე მაღალი შედეგი და ცხრა პარალიმპიური მედალი მოვიგეთ. ეს იყო უნიკალური შედეგი. ასევე, მედალი მოვიპოვეთ ყველა სახეობაში, სადაც ლიცენზია ჰქონდა ჩვენს პარალიმპიურ გუნდს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ ყველაფერში მთავარი წვლილი მიუძღვით პარასპორტსმენებს, მათ ტალანტს, ნიჭს, თავდადებას, შრომას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის მხარდაჭერა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას, პარასპორტსმენებს. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ შედეგებით, რომლებსაც აქამდე მივაღწიეთ. გვჭირდება მეტი და მეტი წარმატება ქართულ პარასპორტში“, –  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.