66 წლის ასაკში ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფრანკო ბარეზი გარდაიცვალა

66 წლის ასაკში ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფრანკო ბარეზი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ადასტურებს საფეხბურთო კლუბი მილანი, სადაც ბარეზი 20 წლის განმავლობაში თამაშობდა

" „მილანის“ მთელი ისტორია აცრემლებულია ფრანკო ბარეზის გარდაცვალების გამო. მისი მაგალითი და ღირსება, ისევე როგორც მისი საკულტო მე-6 ნომერი მაისური, სამუდამოდ დარჩება კლუბის დნმ-ის განუყოფელ და ფუნდამენტურ ნაწილად. სამძიმარს, რომელსაც „მილანი“ ამ მძიმე წუთებში ფრანკო ბარეზის ოჯახს უცხადებს, იზიარებს თითოეული "როსონერი“, რომელიც ამ დანაკარგს ისე განიცდის, როგორც საკუთარს" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში