18 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საინგილოში, ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში (ისტორიულიელისენი) ტრადიციული ყოველწლიური ფეხბურთისჩემპიონატი დასრულდა.
ჩემპიონატში 9 გუნდი მონაწილეობდა - “კურა”, “ინტერი” (ძაღლისუბანი), “აიაქსი” (ასუსტიანი), “ციცქვილი” (წისქვილი - “დეირმანი”), ქოვხა, მე-3 ბრიგადა (ბაზარი), ჩაიკა, ზემო და ჩიტისუბანი.
ფინალური შეხვედრა 18 აგვისტოს ალიაბადისსაფეხბურთო სტადიონზე გაიმართა, რომელსაცადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაფეხბურთის გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ფინალშიდაბა ალიაბადის გუნდები - “მე-3 ბრიგადა” (ბაზარი) და“ჩაიკა” შეხვდენენ ერთმანეთს. ჩემპიონატისგამარჯვებული ანგარიშით 1:0 “მე-3 ბრიგადა” (მთავარიმწვრთნელი ორხან ჯუმაევი) გახდა. გამარჯვებისერთადერთი მეთინა მუსაევმა გაიტანა. გამარჯვებულფეხბურთელებს თასი და მედლები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში11 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ინგილოქართველების უმრავლესობას (იშვიათი გამონაკლისისგარდა) საბჭოთა პერიოდში პასპორტებში ძველიინგილოური, ქართული გვარები აზერბაიჯანული გვარებითშეუცვალეს. სამწუხაროდ, ასე იქცა რამაზაშვილი„აჰმადოვად“, აბულაშვილი „რამაზანოვად“, თამაზაშვილი„ჰუსეინოვად“, იაშვილი „ჰუსეინოვად“, „აბდურახმანოვად“, ქევხიშვილი „ველიევად“, „შაბანოვად“, „მამედოვად“, ნატროშვილი, ანდრიაშვილი„მურადოვად“, ტატიშვილი „ბალაჯაევად“, „მამედოვად“, ზურაშვილი „დედეევად“, მამულაშვილი „სემედოვად“, ბიჭიკაშვილი, თოხლიაშვილი „შაბანოვად“, ჯათაშვილი„აბდულაევად“, ნოვრუზაშვილი „ნოვრუზოვად“, რამაზაშვილი „რაგიმოვად“, „რამაზანოვად“, ნაცვლიშვილი „ჰაჯიმურადოვად“ და ა. შ.
ავტორი: გიორგი კერესელიძე
