დღეიდან კახის რაიონში ბავშვებს ძიუდოში ავარჯიშებენ

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზაქათალის რაიონის ქართულ სოფელ მოსულში სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის ცნობილი ძიუდოს სკოლა, რომელიც ადგილობრივმა ინგილო ქართველმა მწვრთნელმა -აბდურაჰიმ ალახვერდიევმა დაარსა დაღემდე ხელმძღვანელობს შვილთან - მალიქ ალაჰვერდიევთან ერთად. მოსულის ძიუდოს სკოლაში უკვე არაერთი წარმატებული ძიუდოისტი აღიზარდა. 2025 წელს სოფელ მოსულში ძიუდოს ახალი, თანამედროვე შენობა აშენდა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი ძიუდოისტების ვარჯიშისა და სწავლისათვის.

დღეიდან მოსულის ძიუდოს სკოლის მწვრთნელი, ინგილო ქართველი ქარიმ ალაჰვერდიევი კახის რაიონშიც დაიწყებს პატარა ძიუდოისტების აღზრდას. 5 წლის ზემოთ კახის რაიონში მცხოვრებ ნებისმიერ ბავშვს შეუძლია დაიწყოს ძიუდოში ვარჯიში. კახის მე-2 საჯარო სკოლა-ლიცეუმის სპორტულ დარბაზში ვარჯიშები ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 15 საათიდან ჩატარდება, ხოლო კახის რაიონის ყველაზე დიდ ქართულ სოფელ ალიბეგლოში - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს 15 საათიდან.

ქარიმ ალაჰვერდიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ძიუდოს ფედერაციის პროფესიონალი მწვრთნელი, სპორტის ოსტატი, აზერბაიჯანის მრავალგზის ჩემპიონი და ევროპის თასების პრიზიორია. მსურველებს დამატებითი ინფორმაცისთვის შეუძლიათ დარეკონ: 055 415 40 90; ინსტაგრამი mosuljudoclub_zaqatala

 

ავტორი: გიორგი კერესელიძე