კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია.

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ (97კგ) ერევანში მიმდინარე სტეფან სარგიზიანის თასზე 4 შეხვედრა მოიგო.

საფინალო გზაზე კოტემ ბელარუს, რუს და სომეხ მეტოქეებს მოუგო. ფინალში კი გასული წლის 23-წლამდელთა ევროპირველობის გამარჯვებულ ბელარუს ვლადისლავ კაზლოუს 10-0 აჯობა და უფროსებში საერთაშორისო არენაზე სადებიუტო ასპარეზობა ოქროთი აღნიშნა.