55:31 - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგას ნაკრები დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დღეს საიუბილეო, მე-300 შეხვედრა გამართა.

მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ფარგლებში „ბორჯღალოსნებმა“ ავჭალის სტადიონზე ტონგას უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 55:31 დაამარცხეს.

ნოემბერში „ბორჯღალოსნებმა“ პირველი თამაში კანადასთან დიდი ანგარიშით მოიგეს, კიდევ ერთი შეხვედრა კი 21 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ელით.