მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის გზის მე-8 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 142
მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოებია.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე მეკლდეურების მეშვეობით ხორციელდება მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები. ამის გამო 2025 წლის 4 სექტემბრის 20:00სთ-მდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება 30-წუთიანი ინტერვალებით“, – წერს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
