როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 89
7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან – ძლიერი, ელჭექი და სეტყვა, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
