ილია მეორე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 185
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს პატრიარქი, ღამით, კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ყველა საჭირო კვლევა უტარდება. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა საყურადღებოა.
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ ჯანდაცვის მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
"პაციენტი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები, მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში, მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილური გვაქვს," - განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ.
ადგილზე იმყოფებიან ტახტის მოსაყდრე შიო და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
