გერმანული ავიაკომპანია Condor საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს აახლებს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 62
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციით, გერმანული ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება.
მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ავიაკომპანია სამგზავრო ფრენებს ფრანკფურტი - თბილისი - ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ყოველდღიურად, Embraer 190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის ნებართვა 20 აპრილს მიანიჭა.
