ირანში არავინ არის ხელშეუხებელი - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ გამორიცხა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ დარტყმა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

„მე გავეცი მითითება, რომ არავინ არის ხელშეუხებელი. მირჩევნია, თავი ავარიდო ხმაურიანი განცხადებების გაკეთებას და მოქმედებებმა თავად ისაუბრონ. ომის დროს სიტყვები სიფრთხილით, მოქმედებები კი სიზუსტით უნდა შეირჩეს“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება და „უმჯობესია, ამაზე პრესაში არ ვისაუბროთ“.