სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს - ზელენსკი

სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ გლობალური სოლიდარობისა და რუსეთზე გლობალური ზეწოლის ამჟამინდელი დონე არასაკმარისია და სანქციები „მნიშვნელოვნად“ უნდა გაძლიერდეს.

„სასურველია, რომ ომი დასრულდეს პრეზიდენტ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში. მე იმედი მაქვს მისი დახმარების. იმედი მაქვს შეერთებული შტატების გავლენის. ეს არის ის, რაც დაგვეხმარება. საჭიროა სანქციები. საჭიროა დიპლომატია. საჭიროა უსაფრთხოება“, - დასძინა მან.