რეჯეფ თაიფ ერდოღანი 4 ივლისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.

Trend-ის ცნობით, თურქეთის ლიდერი აზერბაიჯანში ერთდღიანი ვიზიტით 4 ივლისს ჩავა.

გავრცელებული ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება.