წინა წელთან შედარებით ინტერნეტის გადასახადი 3%-ით გაიზარდა

2025 წლის აგვისტოში საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ღირებულება წლიურად 3%-ით გაიზარდა.

აქამდე, გასული 12 თვის განმავლობაში ინტერნეტს ინფლაციის სტატისტიკაზე პირიქით დეფლაციური გავლენა ჰქონდა, რადგანაც ერთი წლის წინ პროვაიდერებმა ფასის უცვლელად შენარჩუნებით ინტერნეტის სიჩქარე გაზარდეს, რაც სტატისტიკაში ინტერნეტის 40%-ით გაიაფებად აღირიცხა, თუმცა ამას სტატისტიკაზე მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ეფექტი. ხოლო 2024 წლის აგვისტოში ცალკეული ოპერატორების მიერ მოხდა ინტერნეტის ტარიფის მატება, რაც სტატისტიკაში წლიურ ჭრილში 3%-ით გაძვირებად აღირიცხა.

ამის შესახებ აღნიშნულია სებ-ის თვის მიმოხილვაშიც, სადაც ხაზგასმულია რომ წინა წელს ინტერნეტის გადასახადის შემცირების ერთჯერადი ეფექტი უკვე სრულად ამოწურულია.

"მომსახურების ინფლაციამ, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, აგვისტოში 4.2%-მდე მოიმატა (ივლისში 3.0% იყო), რისი ძირითადი მიზეზიც ინტერნეტის გადასახადის დეფლაციური ეფექტის სრულად ამოწურვაა,"- წერს ეროვნული ბანკი.