საქსტატის ცნობით, 2025 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.6%-ით გაიზარდა.
კერძოდ, მათ შორის:
⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.6%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.8%-ით;
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 3.0%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 6.7%-ით;
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.0%-ით.
"2025 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.5 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.73 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.5 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 1.5 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.53 და 0.92 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25.0 პროცენტით", - წერს საქსტატი.