საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით 13.3%-მდე შემცირდა.
საქსტატის ცნობითვე, მეოთხე კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.4% შეადგინა, დასაქმების დონე კი არ შეცვლილა და 47.1%-ია.
გასული წლის მე-4 კვარტალში სამუშაო ძალა ქვეყანაში 1.6 მილიონამდეა შემცირებული, აქედან დასაქმებული იყო თითქმის 1.4 მლნ იყო, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვმა 970 ათასი შეადგინა, თვითდასაქმებული კი 430 ათასამდე პირი იყო. ქვეყანაში უმუშევრად 215 ათასი ადამიანი ითვლება.
ცნობისთვის, სამუშაო ძალად მიიჩნევიან ის ადამიანები, რომლებიც სამსახურს ეძებენ.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით.
IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში არ შეცვლილა და 69.3%-ია.
2025 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.3 პროცენტული პუნქტით.
