მარტში საქართველოს ექსპორტი 24%-ით $697 მილიონამდე გაიზარდა

საქსტატმა 2026 წლის მარტის და პირველი კვარტალის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მარტში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 135 მილიონი დოლარით (24%-ით) 697 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება იმპორტს, ის 67 მილიონი დოლარით, ანუ 4%-ით, 1.59 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

პირველ კვარტალში კი ჯამურად საქართველოს ექსპორტი 1.72 მილიარდ დოლარს შეადგენდა (ზრდა წინა წელთან 23%), იმპორტი კი 4.13 მილიარდი დოლარი იყო (შემცირება წინა წელთან 7%).

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 20 აპრილს გამოაქვეყნებს, შესაბამისად გაირკვევა რომელი საქონლის იმპორტი და ექსპორტი გაიზარდა გასული თვის განმავლობაში.