გასულ სამუშაო კვირაში ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. აშშ დოლართან გამყარებამ 0.36 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7050 ლარია. ევროსთან კი ლარი კვირის განმავლობაში 9.11 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 3.0872 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან ლარი 8.44 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.5606 ლარი გახდა.
არსებული მდგომარეობით, ცნობილია ივნისის რამდენიმე მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელიც მათ შორის გაცვლითი კურსის ფორმირებაზე ახდენს გავლენას. ივნისში ექსპორტი წლიურად 10%-ით, 640 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 1%-ით, 1.37 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ფულადი გზავნილების მოცულობა კი 12%-ით, 315 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ასევე ცნობილია, რომ ივნისში საქართველოს სავალუტო რეზერვები 4.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო სებ-მა Bmatch პლატფორმით 266 მილიონი დოლარი შეისყიდა.
რაც შეეხება ივლისს, ჯერჯერობით ივლისის ეკონომიკური პარამეტრები ცნობილი არაა.
გასული კვირის სავალუტო შედეგები:
ვალუტა გაცვლითი კურსი ლარებში გამყარება/გაუფასურება თეთრებში
1 დოლარი 2.7050 ლარი; 0.36 თეთრი;
1 ევრო 3.0872 ლარი; 9.11 თეთრი;
1 გირვანქა სტერლინგი 3.5606 ლარი; 8.44 თეთრი;
1 ლირა 0.0665 ლარი; 0.03 თეთრი;
100 რუსული რუბლი 3.3681 ლარი; 5.29 თეთრი;
1000 სომხური დრამი 7.0454 ლარი; 0.82 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5906 ლარი; 0.21 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა 0.6472 ლარი; 0.07 თეთრი;
100 იაპონური იენი 1.7991 ლარი; 3.35 თეთრი;
10 ჩინური იუანი 3.7506 ლარი; 2.82 თეთრი;