ბრაზილიის მთავრობას მოელის, რომ შაქრის ლერწმის წარმოება 2025-2026 წლების პერიოდში 663.4 მილიონ ტონა იქნება და, შესაბამისად, 2%-ით შემცირდება. ცხადია, წარმოების შემცირება უარყოფითად აისახება ფასზეც. ამას ართულებს ისიც, რომ ბრაზილიური რეალი მყარდება, შესაბამისად, ადგილობრივი შაქრის ლერწმის ექსპორტი გაცილებით ძვირი დაჯდება.
იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ჭარბ მოსავალს ელიან, ბრაზილიის ხელისუფლების მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციამ შაქრის ფასები მაინც გაზარდა. თუმცა ეს მაჩვენებელი დიდ ხანს არ უნდა შენარჩუნდეს, რადგან ბრაზილიის პარალელურად ინფორმაცია გააჟღერა ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა და განაცხადა, რომ 2025-2026 წლებში შაქრის წარმოება რეკორდულ მასშტაბს მიაღწევს.
ცნობისთვის, საქართველო ყველაზე დიდი ოდენობით შაქარს სწორედ ბრაზილიისგან ყიდულობს. გასულ წელს ქვეყანამ სამხრეთ ამერიკული ქვეყნიდან $27 მილიონი ამერიკული დოლარის იმპორტი განახორციელა, რაც 48,500 ტონა შაქრის ლერწამს უდრის.