თბილისში გასაყიდი ფასი გაიზარდა, გასაქირავებელი კი შემცირდა - უძრავი ქონების ბაზარი ივლისში

"თიბისი კაპიტალის" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის ივლისში თბილისში 3,618 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის ივლისის მაჩვენებელს 5%-ით აჭარბებს.

საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,278 $/კვ.მ-ს მიაღწია და წლიურად 6%-ით გაიზარდა.

გასაქირავებელი ფასი 10.3 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც 11%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

ბაზრის მოცულობამ $307 მილიონი შეადგინა და წლიურად 15%-ით გაიზარდა.