თბილისში აბონენტების ნაწილს გაზი არ აქვს - აღდგენის დრო

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, თბილისში 881 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

როგორც კომპანიაში ამბობენ, გაზის მიწოდება ჩუღურეთის, კრწანისისა და გლდანის აბონენტებს 19 მაისის 15:00 საათიდან აღუდგებათ.

ხოლო დიღომში გაზის მიწოდება 19 მაისის 21:00 საათიდან აღდგება.