სოლოლაკში ღამით კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა ჩამოინგრა. ჩაიკოვსკისს 12 ნომერში მდებარე შენობა წლებია ავარიულია და რეაბილიტაციას საჭიროებს.
როგორც ადგილობრივები "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებენ, მათ უსაფრთხოებაზე არც მერია ფიქრობს და არც გამგეობა. ხალხმა დახმარება რამდენჯერმე ითხოვა, წერილობით მიმართესს საკრებულოსაც, მაგრამ უშედეგოდ.
დღითიდღე იზრდება ნაპრალები კედლებში და ყოველდღე არის ჩამონგრევის საფრთხე და საფრთხე არის რეალური. მივმართეთ მერიას 2024 და 2025-ში, არ არის თანხები ამისთვის გამოწერილიო, - ამბობს ადგილობრივი.
კულმინაციაა უკვე, თავზე გვემხობა სახლები. შემობრძანდით ჩემთან და ნახეთ, პირდაპირი მნიშვნელობით. ამათზე არაფერი მოქმედებს. არ ვარსებობთ ჩვენ ამ ხელისუფლებისთვის. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ ფეხებზე ვკიდივართ, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.