რიყე-ნარიყალას საბაგირო 5 აგვისტოს არ იმუშავებს

რიყე-ნარიყალას საბაგირო 5 აგვისტოს არ იმუშავებს - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება. საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 6 აგვისტოს განაახლებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.