ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარედგინა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 53
საქართველოს პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა.
უწების ცნობით, 2026 წლის 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში, ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც მოკვლის განზრახვით, ახალშობილს სახიფათო დაზიანებები მიაყენა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში, ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც მოკვლის განზრახვით, ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენების პოლიეთილენის პარკში მოათავსა.
ახალშობილი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ჩვილს ყელი გამოჭრა.
No article in the selected categories
