აზერბაიჯანი, ერაყი, კუბა... - მიგრაციის დეპარტამენტმა 85 ქვეყნის მოქალაქე საქართველოდან გააძევა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 34
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, იემენის, იორდანიის, ინდოეთის, ირანის, ისრაელის, კოტ-დივუარის, კუბის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, სუდანის, ტაილანდის, ფილიპინების, ყირგიზეთისა და ჩინეთის - ჯამში 85 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
No article in the selected categories
