ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის თანახმად, თავდაცვის დეპარტამენტს „ომის დეპარტამენტის“ სახელწოდება დაუბრუნდა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 118
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის თანახმად, თავდაცვის დეპარტამენტს „ომის დეპარტამენტის“ სახელწოდება დაუბრუნდა.
„ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო შესაფერისი სახელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაშია მსოფლიო ახლა. ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
პენტაგონი, რომელიც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ზედამხედველობს, 1947 წლამდე სწორედ ომის დეპარტამენტის სახელით არსებობდა. ის კაბინეტის დონის უწყებად 1789 წელს დაარსდა.
აღმასრულებელი დეპარტამენტების შექმნაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის კონგრესს ეკისრება. ამიტომ, სახელის ლეგალურად შესაცვლელად, კონგრესის თანხმობა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება იქნება საჭირო.

No article in the selected categories