ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი გადადგა - მიზეზი ბინის შეძენისას გადასახადის გადაუხდელობა გახდა

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი ანჯელა რეინერი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი ბინის შეძენის შემდეგ საკმარისი გადასახადის არგადახდა გახდა.

BBC-ის ცნობით, ანჯელა რეინერმა აღიარა, რომ 800 000 გირვანქა სტერლინგად შეფასებული ბინის შეძენის შემდეგ ქონების საკმარისი გადასახადი არ გადაუხდია.

„ღრმად ვწუხვარ ჩემი გადაწყვეტილების გამო, რომ არ მივმართე დამატებით სპეციალისტს საგადასახადო კონსულტაციისთვის... ამ შეცდომაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ“, - ნათქვამია რეინერის მიერ პრემიერ კირ სტარმერისადმი გაგზავნილ წერილში.

ის დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერად 2024 წლის 5 ივლისს დაინიშნა.