"სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე" - ზელენსკი ფიცოსთან შეხვედრის შემდეგ
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 72
უკრაინის პრეზიდენტი სლოვაკეთის პრემიერმინისტრს, რობერტ ფიცოს შეხვდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ "სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე".
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინისა და სლოვაკეთისთვის პრინციპული საკითხები განიხილეს. მათ ასევე, ევროპის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე ისაუბრეს.
ზელენსკის ცნობით, მასსა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრს შორის საუბარი გაგრძელდება.
სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოსთან არსებითი საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ძირითადი თემები - პრინციპული საკითხები უკრაინისთვის და პრინციპული საკითხები სლოვაკეთისთვის.
ვუამბე გუშინდელი საუბრის, მშვიდობის ხელშეწყობისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით "მსურველთა კოალიციის" ლიდერებთან ჩვენი მუშაობის და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ. სლოვაკეთი არ გადგება განზე. პრემიერმინისტრმა მითხრა ჩინეთში მისი კონტაქტების შესახებ. ცალკე და მნიშვნელოვანი თემა იყო ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა - რუსულ ნავთობს, ისევე როგორც რუსულ გაზს, მომავალი არ აქვს.
სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე ვიზიარებთ იმ აზრს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ერთად უნდა გააგრძელონ სვლა ევროკავშირის წევრობისკენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ საკითხებში აქ, ჩვენს რეგიონში, აძლიერებს ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს.
მადლობთ შეხვედრისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი გვქონდეს და ჩვენ მას გავაგრძელებთ," - წერს ზელენსკი.

No article in the selected categories