დიდი პროტესტი თურქეთში - ანკარაში ხალხი ხალხი ქუჩაში თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდა

დიდი პროტესტი თურქეთში - ანკარაში თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

აქციის მონაწილეები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადადგომას მოითხოვდნენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციური „თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ (CHP) წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას ახორციელებს.

  • 14 სექტემბერს გამართული მრავალათასიანი დემონსტრაცია წინ უძღოდა სასამართლოში დღეს, 15 სექტემბერს დანიშნულ სხდომას, რომელზეც განიხილება „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ 2023 წლის ნოემბრის ყრილობის შედეგების კანონიერება.
  • ამ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ოზგურ ოზელი აირჩიეს. თუ სასამართლო ყრილობის გადაწყვეტილებას უკანონოდ გამოაცხადებს, ოზელი შესაძლოა, თანამდებობას ჩამოაშორონ.

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ მთავრობა დემოკრატიული ნორმების ძირის გამოთხრით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას და ოპოზიციის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებების შემდეგ განსხვავებული აზრის ჩახშობა სურს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტამბოლსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში სახალხო რესპუბლიკური პარტიის 500-ზე მეტი წევრი, მათ შორის 17 მერი დააკავეს.