„ტიკტოკის“ ბედი ჩინეთის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - ტრამპი
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 47
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპლიკაცია „ტიკტოკის“ ბედი ჩინეთის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„ამჟამად „ტიკტოკზე“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შედეგები ჩინეთზეადამოკიდებული“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მას „ბავშვებისთვის“ სურდა აპლიკაციის შენარჩუნება.
„ეგოისტურად რომ ვთქვათ, „ტიკტოკს“ ძალიან კარგად ვართმევდი თავს და ახალგაზრდების ხმებიც მივიღე. ისეთი რიცხვები მივიღე, რომელსაც რესპუბლიკურ პარტიაში ვერავინ მიუხლოვდებოდა. მე ბევრი ხმა მივიღე და ნაწილობრივ „ტიკტოკს“ მივაწერ, ნაწილობრივ კი ჩარლი კირკს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ხელისუფლება ქვეყანაში „ტიკტოკის“ აკრძალვას გეგმავს, თუ სოციალური ქსელი ამერიკული კომპანიის მფლობელობაში არ გადავა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც „ტიკტოკში“ ანგარიში გასულ თვეს გახსნა, კომპანიას ვადა 17 სექტემბრამდე მისცა. როგორც „როიტერი“ წერს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ამ ვადის მეოთხედ გაგრძელებას. პარალელურად, მადრიდში აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებები გრძელდება. აშშ-ის და ჩინეთის დელეგაციები სავაჭრო საკითხებს, ეროვნულ უსაფრთხოებას და ვიდეო აპლიკაცია „ტიკტოკის“ საკუთრების საკითხებს განიხილავენ

No article in the selected categories