ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს გადასცემს.

ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია რომ თანხა უკრაინას უახლოეს მომავალში გადაეცემა და ეს მეოთხე მსგავსი ტრანში იქნება.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები როდესაც გაყინული რჩება ევროკავშირში, ამ თანხით გამომუშავებული მოგება რუსეთს არ ეკუთვნის და ევროკომისიის შემოთავაზების შესაბამისად, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენება.

„ეს თანხები მოდის რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებიდან, რომლებიც იმობილიზებულია ევროკავშირის სანქციების ქვეშ და რომლებიც დაწესებულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ. მიუხედავად იმისა, რომ თავად აქტივები მობილიზებული რჩება, ნაღდი ფულის ბალანსზე პროცენტი არ ეკუთვნის რუსეთს და კომისიის წინადადებით შეთანხმდა, რომ ის გამოყენებული იქნას უკრაინის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისიის განცხადებით, შემოსავლების 95 პროცენტი გამოყენებული იქნება უკრაინის მხარდასაჭერად უკრაინის სესხების თანამშრომლობის მექანიზმის (ULCM) მეშვეობით, ხოლო 5 პროცცენტი – ევროპის სამშვიდობო მექანიზმის (EPF) მეშვეობით.

ევროკავშირმა მესამე ტრანში უკრაინას 2025 წლის აგვისტოში გადასცა.